ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების შემფასებლის სერტიფიცირების პროგრამა
სერტიფიკაციის სქემა IVA-CS-P26-1-3, გამოცემა 1 (30.10.2026), დანართი 5 - ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების შემფასებლის სამუშაოს, კომპეტენციებისა და სერტიფიკაციის პროგრამის აღწერა.
ნაწილი 0. სამუშაოს აღწერა, ამოცანები და კომპეტენციები
სამუშაოს აღწერა: ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების შემფასებელი ამზადებს ბიზნესის (საწარმოს, წილის, აქციების) და არამატერიალური აქტივების ღირებულების შეფასებას და შეფასების ანგარიშს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS) შესაბამისად და უწევს საკონსულტაციო მომსახურებას.
ამოცანები და მათთვის საჭირო კომპეტენცია:
| № | ამოცანა | პროგრამის ნაწილი |
|---|---|---|
| 1 | შეფასების დავალების განსაზღვრა: მიზანი, ღირებულების საფუძველი, შეფასების წინაპირობა, დაშვებები და სპეციალური დაშვებები | ნაწილები 1 და 3 |
| 2 | ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი: მაკროეკონომიკური გარემო, დარგი, შესაფასებელი საწარმო და მისი ისტორიული და საპროგნოზო ფინანსური ანგარიშგება, მათი კორექტირება | ნაწილი 1 |
| 3 | შესაფასებელი წილის, უფლებებისა და არამატერიალური აქტივების იდენტიფიცირება და მათი გავლენის შეფასება ღირებულებაზე | ნაწილები 1 და 2 |
| 4 | შეფასების მიდგომებისა და მეთოდების შერჩევა, დასაბუთება და გამოყენება, მათ შორის დისკონტირების განაკვეთისა და მულტიპლიკატორების განსაზღვრა | ნაწილი 2 |
| 5 | ფასდათმობებისა და პრემიების გამოყენება, შედეგების შეჯერება და საბოლოო ღირებულების დასაბუთება | ნაწილი 2 |
| 6 | შეფასება სხვადასხვა მიზნისთვის (მათ შორის ფინანსური ანგარიშგებისთვის) და შეფასების ანგარიშის მომზადება IVS-ის შესაბამისად | ნაწილი 3 |
| 7 | დამოუკიდებლობისა და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა | ნაწილი 1, 4.3 |
კომპეტენციის შეფასება: 1-7 ამოცანები ფასდება წერითი გამოცდით (ტესტი და პრაქტიკული ამოცანები) და ზეპირ გამოცდაზე წარდგენილი შეფასების ანგარიშის განხილვით (IVA-CS-F26-6, IVA-CS-F26-2).
სპეციალური შესაძლებლობები: ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების შემფასებლის საქმიანობა ინტელექტუალური ხასიათისაა: ეფუძნება ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზს, შეფასების მეთოდების გამოყენებასა და პროფესიულ განსჯას. ამოცანების შესრულება არ საჭიროებს სპეციფიკურ ფიზიკურ შესაძლებლობებს (მხედველობა, სმენა, მობილობა, ძალა და სხვ.), რომელთა შეფასებაც სერტიფიკაციისთვის აუცილებელი იქნებოდა. ინფორმაციის შეგროვების (ამოცანა 2) ხარისხი ფასდება მისი შედეგით, ანუ ანგარიშში ასახული ობიექტის აღწერითა და შეგროვებული ინფორმაციით. შესაბამისად, სქემა სპეციალურ ფიზიკურ შესაძლებლობებს არ ადგენს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებები გამოცდისას გაითვალისწინება მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
ქცევის კოდექსი: სერტიფიცირებული პირი იცავს IVS-ის ეთიკისა და კომპეტენციის მოთხოვნებს და შეთანხმებით (IVA-ACP-F26-1) ნაკისრ ვალდებულებებს.
ნაწილი 1. შეფასების თეორიული საფუძვლები
მოიცავს თეორიულ ცოდნას ბიზნესის შეფასების შესახებ: განმარტებები, ღირებულების სახეები და მათზე მოქმედი ფაქტორები, იურიდიული საკითხები, ბიზნესის ბაზარი და შეფასების სტანდარტები.
- 1. ღირებულების ცნება
- 1.1. ღირებულებაზე მოქმედი ფაქტორები
- 1.2. კავშირი შეფასების მიზანსა და ღირებულების სახეს შორის
- 1.3. წილობრივი ფლობის უფლება და შესაფასებელი უფლებები
- 1.4. შეფასების წინაპირობები (მაგ. მოქმედი საწარმო, ლიკვიდაცია და სხვ.)
- 1.5. საბაზრო ღირებულება
- 1.6. ღირებულების სხვა სახეები
- 2. ეკონომიკური და დარგობრივი ინფორმაციის წყაროები
- 2.1. მაკროეკონომიკური და გარემოს ანალიზი
- 2.2. დარგის ანალიზი
- 2.3. დარგის სტრუქტურა და სიცოცხლის ციკლის ანალიზი
- 2.4. კონკურენციის სტრატეგიები და ანალიზი
- 3. შესაფასებელი საწარმოს (კომპანიის) ანალიზი
- 3.1. დოკუმენტები (წესდება, ხელშეკრულებები და სხვ.)
- 3.2. SWOT ანალიზი
- 3.3. კომპანიის ეკონომიკა (შემოსავლებისა და ხარჯების სტრუქტურა)
- 3.4. ისტორიული და საპროგნოზო ფინანსური ანგარიშგება (მოგება-ზარალი, ბალანსი, ფულადი სახსრების მოძრაობა), ფინანსური მაჩვენებლები
- 3.5. ისტორიული და საპროგნოზო ფინანსური ანგარიშგების კორექტირება
- 4. შეფასების სტანდარტები
- 4.1. შეფასების სტანდარტები (IVS 100-106, IVS 200, IVS 210, IVS 220, IVS 500)
- 4.2. საკანონმდებლო ბაზა
- 4.3. შემფასებლის პროფესია და ეთიკის კოდექსი
ნაწილი 2. შეფასების მიდგომები და მეთოდები
- 1. შემოსავლების მიდგომა
- 1.1. ზოგადი თეორია
- 1.2. ინფორმაციის წყაროები
- 1.3. კაპიტალიზაციის მეთოდი
- 1.4. დისკონტირების მეთოდი
- 1.5. ჭარბი შემოსავლების მეთოდი
- 1.6. საკუთარი კაპიტალისა და კომპანიის ფულადი ნაკადი
- 1.7. რისკის გამოთვლა: CAPM, აკუმულაციის (Build-up) მეთოდი, კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება (WACC)
- 1.8. რეალური ოფციონების მეთოდი
- 2. საბაზრო მიდგომა
- 2.1. ზოგადი თეორია
- 2.2. ინფორმაციის წყაროები
- 2.3. საბაზრო მიდგომის მეთოდები
- 2.4. ანალოგი კომპანიების შერჩევა
- 2.5. მულტიპლიკატორების სახეები და მათი შერჩევა
- 3. აქტივების მიდგომა
- 3.1. ზოგადი თეორია
- 3.2. ინფორმაციის წყაროები
- 3.3. კორექტირებული აქტივების მეთოდი
- 3.4. ლიკვიდაციის პირობები
- 4. არამატერიალური აქტივების შეფასება: მიდგომები და მეთოდები
- 5. გადასახადების გავლენა
- 6. ფასდათმობები, პრემიები და სხვა კორექტირებები
- 6.1. ღირებულების დონეები
- 6.2. სტრატეგიული კონტროლი (საჯარო ან კერძო კომპანიებში)
- 6.3. მინორიტარული წილი ლიკვიდურ (საჯარო) კომპანიაში
- 6.4. საკონტროლო წილი კერძო კომპანიაში
- 6.5. ფასდათმობა კონტროლის არარსებობაზე და კონტროლის პრემია
- 6.6. სხვა ფასდათმობები და პრემიები
- 7. დასკვნა ღირებულებაზე: სხვადასხვა მეთოდით მიღებული შედეგების შეჯერება
ნაწილი 3. შეფასება სხვადასხვა მიზნისთვის და შეფასების დასკვნა
- 1. შეფასება ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის
- 1.1. სამართლიანი ღირებულების შეფასება
- 1.2. გაუფასურების ტესტი, გუდვილისა და სხვა არამატერიალური აქტივების შეფასება
- 1.3. შესყიდვის ფასის გადანაწილება
- 2. შეფასების დასკვნა, შინაარსი და სტრუქტურა
- 3. შეფასების დასკვნის რევიუ, შინაარსი და სტრუქტურა
ბიბლიოგრაფია: შეფასების საერთაშორისო სტანდარტები (International Valuation Standards) და შესავალში მითითებული ლიტერატურა.
სერტიფიკაციის პროგრამის შედგენისას გამოყენებული ლიტერატურა:
- 1. International Valuation Standards (IVS), IVSC, ძალაშია 2025 წლის 31 იანვრიდან: IVS 100-106 (ზოგადი სტანდარტები) და IVS 200 „ბიზნესი და ბიზნესში წილი“, IVS 210 „არამატერიალური აქტივები“, IVS 220 „არაფინანსური ვალდებულებები“, IVS 500 „ფინანსური ინსტრუმენტები“
- 2. Asset Valuation Standards, The National Association of Authorized Romanian Valuers (ANEVAR)
- 3. Cost of Capital: Applications and Examples, 4th edition, Shannon P. Pratt, Roger J. Grabowski, 2010
- 4. Business Valuation Body of Knowledge, Shannon P. Pratt, Alina V. Niculita
- 5. Understanding Business Valuation: A Practical Guide to Valuing Small to Medium Sized Businesses, Gary R. Trugman, 5th edition, 2017, AICPA
- 6. Financial Valuation: Applications and Models, James R. Hitchner (ed.), 4th edition, 2017, John Wiley & Sons
განაცხადი