ყველა პროგრამა

სერტიფიცირების პროგრამა

მოძრავი ქონების შეფასების სერტიფიცირების პროგრამა

მატერიალური მოძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიცირების პროგრამა

სერტიფიკაციის სქემა IVA-CS-P26-1-2, გამოცემა 1 (30.10.2026), დანართი 5 - მატერიალური მოძრავი ქონების შემფასებლის სამუშაოს, კომპეტენციებისა და სერტიფიკაციის პროგრამის აღწერა.

ნაწილი 0. სამუშაოს აღწერა, ამოცანები და კომპეტენციები

სამუშაოს აღწერა: მატერიალური მოძრავი ქონების შემფასებელი ამზადებს მატერიალური მოძრავი ქონების ღირებულების შეფასებას და შეფასების ანგარიშს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS) შესაბამისად და უწევს საკონსულტაციო მომსახურებას.

ამოცანები და მათთვის საჭირო კომპეტენცია:

№ამოცანაპროგრამის ნაწილი
1შეფასების დავალების განსაზღვრა: მიზანი, ღირებულების საფუძველი, დაშვებები და სპეციალური დაშვებებინაწილი 2
2ქონების ინსპექტირება, იდენტიფიცირება და კლასიფიკაცია, ინფორმაციის შეგროვება ობიექტსა და ბაზარზენაწილები 1 და 3
3ფასწარმომქმნელი ფაქტორებისა და საუკეთესო და ყველაზე ეფექტური გამოყენების ანალიზინაწილები 1 და 4
4შეფასების მიდგომებისა და მეთოდების შერჩევა, დასაბუთება და გამოყენებანაწილი 5
5შედეგების შეჯერება, საბოლოო ღირებულების დასაბუთება და შეფასების ანგარიშის მომზადება IVS-ის შესაბამისადნაწილი 6
6დამოუკიდებლობისა და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვანაწილი 1, 3.3

კომპეტენციის შეფასება: 1-6 ამოცანები ფასდება წერითი გამოცდით (ტესტი და პრაქტიკული ამოცანები) და ზეპირ გამოცდაზე წარდგენილი შეფასების ანგარიშის განხილვით (IVA-CS-F26-5, IVA-CS-F26-2).

სპეციალური შესაძლებლობები: მატერიალური მოძრავი ქონების შემფასებლის საქმიანობა ინტელექტუალური ხასიათისაა: ეფუძნება ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზს, შეფასების მეთოდების გამოყენებასა და პროფესიულ განსჯას. ამოცანების შესრულება არ საჭიროებს სპეციფიკურ ფიზიკურ შესაძლებლობებს (მხედველობა, სმენა, მობილობა, ძალა და სხვ.), რომელთა შეფასებაც სერტიფიკაციისთვის აუცილებელი იქნებოდა. ქონების ინსპექტირების (ამოცანა 2) ხარისხი ფასდება მისი შედეგით, ანუ ანგარიშში ასახული ობიექტის აღწერითა და შეგროვებული ინფორმაციით. შესაბამისად, სქემა სპეციალურ ფიზიკურ შესაძლებლობებს არ ადგენს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებები გამოცდისას გაითვალისწინება მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

ქცევის კოდექსი: სერტიფიცირებული პირი იცავს IVS-ის ეთიკისა და კომპეტენციის მოთხოვნებს და შეთანხმებით (IVA-ACP-F26-1) ნაკისრ ვალდებულებებს.

ნაწილი 1. შეფასების თეორიული საფუძვლები

მოიცავს თეორიულ ცოდნას მატერიალური მოძრავი ქონების შესახებ: მოძრავი ქონების განმარტება, ქონების ტიპები, ღირებულების სახეები და მათზე მოქმედი ფაქტორები, მოძრავი ქონების ბაზარი და შეფასების სტანდარტები.

  1. 1. ღირებულების ცნება
    1. 1.1. ღირებულებაზე მოქმედი ფაქტორები
    2. 1.2. საუკეთესო და ყველაზე ეფექტური გამოყენება
    3. 1.3. საბაზრო ღირებულება
    4. 1.4. ღირებულების სხვა სახეები
  2. 2. მატერიალური მოძრავი ქონება
    1. 2.1. მატერიალური მოძრავი ქონების სახეები, იდენტიფიცირება და კლასიფიკაცია
    2. 2.2. ბაზრის ანალიზი და კვლევა
    3. 2.3. ინფორმაციის წყაროები
  3. 3. შეფასების სტანდარტები
    1. 3.1. შეფასების სტანდარტები (IVS 100-106, IVS 230, IVS 300)
    2. 3.2. საკანონმდებლო ბაზა
    3. 3.3. შემფასებლის პროფესია და ეთიკის კოდექსი

ნაწილი 2. შეფასების გამოყენების სფეროები

  1. 1. შეფასების მიზნები; კავშირი შეფასების მიზნებსა და ღირებულების სახეებს შორის
  2. 2. დაშვებები და სპეციალური დაშვებები
  3. 3. შეფასების დასკვნის სტრუქტურა

ნაწილი 3. ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი

  1. 1. მაკროეკონომიკური, მიკროეკონომიკური და ადგილობრივი ინფორმაციის შეგროვება
    1. 1.1. ეკონომიკური ინფორმაცია
    2. 1.2. ინფორმაცია ანალოგების (შესადარისი ობიექტების), შედარების ელემენტების, გარიგებებისა და შეთავაზებების შესახებ
    3. 1.3. ინფორმაციის ანალიზის მეთოდები
    4. 1.4. სტატისტიკური მეთოდები

ნაწილი 4. საუკეთესო და ყველაზე ეფექტური გამოყენების ანალიზი

ნაწილი 5. შეფასების მეთოდები

  1. 1. საბაზრო მეთოდი
    1. 1.1. შესადარისი ქონების გარიგებებისა და შეთავაზებების ინფორმაციის მოპოვება
    2. 1.2. შედარების ელემენტების გამოყოფა
    3. 1.3. ფასის კორექტირებები შედარების ელემენტების მიხედვით, არგუმენტაციით
    4. 1.4. შედეგების ანალიზი
  2. 2. დანახარჯების მეთოდი
    1. 2.1. სრული ჩანაცვლებისა და სრული აღდგენითი ღირებულების კონცეფცია
    2. 2.2. ინფორმაციის წყაროები
    3. 2.3. დანახარჯების განსაზღვრის მეთოდები
    4. 2.4. ცვეთა და მისი განსაზღვრის მეთოდები
  3. 3. შემოსავლების მეთოდი
    1. 3.1. საბაზრო ქირის ანალიზი
    2. 3.2. საოპერაციო ხარჯები
    3. 3.3. პირდაპირი კაპიტალიზაციის მეთოდი
    4. 3.4. დისკონტირების მეთოდი

ნაწილი 6. შედეგების ანალიზი, ღირებულების დადგენა, შეფასების დასკვნის შედგენა

  1. 1. ყოველი მეთოდით მიღებული შედეგის სანდოობის განსაზღვრა
  2. 2. შერჩეული მეთოდების არჩევის კრიტერიუმების დასაბუთება
  3. 3. საბოლოო ღირებულების გამოყვანა
  4. 4. შეფასების დასკვნა, შინაარსი და სტრუქტურა
  5. 5. შეფასების დასკვნის რევიუ, შინაარსი და სტრუქტურა

ბიბლიოგრაფია: შეფასების საერთაშორისო სტანდარტები (International Valuation Standards) და შესავალში მითითებული ლიტერატურა.

სერტიფიკაციის პროგრამის შედგენისას გამოყენებული ლიტერატურა:

  1. 1. International Valuation Standards (IVS), IVSC, ძალაშია 2025 წლის 31 იანვრიდან: IVS 100-106 (ზოგადი სტანდარტები) და IVS 300 „ძირითადი საშუალებები, მოწყობილობები და ინფრასტრუქტურა“, IVS 230 „მარაგები“
  2. 2. Asset Valuation Standards, The National Association of Authorized Romanian Valuers (ANEVAR)
  3. 3. Valuing Machinery and Equipment: The Fundamentals of Appraising Machinery and Technical Assets, Third edition, American Society of Appraisers