ყველა პროგრამა

სერტიფიცირების პროგრამა

უძრავი ქონების შეფასების სერტიფიცირების პროგრამა

უძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიცირების პროგრამა

სერტიფიკაციის სქემა IVA-CS-P26-1-1, გამოცემა 2 (30.10.2026), დანართი 5 - უძრავი ქონების შემფასებლის სამუშაოს, კომპეტენციებისა და სერტიფიკაციის პროგრამის აღწერა.

ნაწილი 0. სამუშაოს აღწერა, ამოცანები და კომპეტენციები

სამუშაოს აღწერა: უძრავი ქონების შემფასებელი ამზადებს უძრავი ქონების ღირებულების შეფასებას და შეფასების ანგარიშს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS) შესაბამისად და უწევს საკონსულტაციო მომსახურებას.

ამოცანები და მათთვის საჭირო კომპეტენცია:

№ამოცანაპროგრამის ნაწილი
1შეფასების დავალების განსაზღვრა: მიზანი, ღირებულების საფუძველი, შეფასების თარიღი, დაშვებები და სპეციალური დაშვებებინაწილი 2
2ქონების ინსპექტირება და ინფორმაციის შეგროვება ობიექტზე, სეგმენტსა და ბაზარზენაწილი 3
3ფლობის უფლებებისა და შეზღუდვების იდენტიფიცირება და მათი გავლენის შეფასება ღირებულებაზენაწილი 1
4ფასწარმომქმნელი ფაქტორებისა და საუკეთესო და ყველაზე ეფექტური გამოყენების ანალიზინაწილები 1 და 4
5შეფასების მიდგომებისა და მეთოდების შერჩევა, დასაბუთება და გამოყენებანაწილები 5 და 6
6შედეგების შეჯერება, საბოლოო ღირებულების დასაბუთება და ანგარიშის მომზადება IVS 106-ის შესაბამისადნაწილი 7
7დამოუკიდებლობისა და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვანაწილი 1, 3.3

კომპეტენციის შეფასება: 1-7 ამოცანები ფასდება წერითი გამოცდით (ტესტი და პრაქტიკული ამოცანები) და ზეპირ გამოცდაზე წარდგენილი შეფასების ანგარიშის განხილვით (IVA-CS-F26-3, IVA-CS-F26-2).

სპეციალური შესაძლებლობები: შემფასებლის საქმიანობა ინტელექტუალური ხასიათისაა: ეფუძნება ინფორმაციის შეგროვებას, ანალიზს, მეთოდების გამოყენებასა და პროფესიულ განსჯას. ამოცანების შესრულება არ საჭიროებს სპეციფიკურ ფიზიკურ შესაძლებლობებს (მხედველობა, სმენა, მობილობა, ძალა და სხვ.), რომელთა შეფასებაც სერტიფიკაციისთვის აუცილებელი იქნებოდა. ინსპექტირების (ამოცანა 2) ხარისხი ფასდება მისი შედეგით, ანუ ანგარიშში ასახული ობიექტის აღწერითა და შეგროვებული ინფორმაციით. შესაბამისად, სქემა სპეციალურ ფიზიკურ შესაძლებლობებს არ ადგენს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებები გამოცდისას გაითვალისწინება მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

ქცევის კოდექსი: სერტიფიცირებული პირი იცავს IVS-ის ეთიკისა და კომპეტენციის მოთხოვნებს და შეთანხმებით (IVA-ACP-F26-1) ნაკისრ ვალდებულებებს.

ნაწილი 1. შეფასების თეორიული საფუძვლები

უძრავი ქონების განმარტება და სახეები, ღირებულებები და მათზე მოქმედი ფაქტორები, იურიდიული საკითხები, ბაზარი, ფინანსირების პირობები და შეფასების სტანდარტები.

  1. 1. ღირებულების ცნება
    1. 1.1. ღირებულებაზე მოქმედი ფაქტორები
    2. 1.2. საუკეთესო და ყველაზე ეფექტური გამოყენება
    3. 1.3. საბაზრო ღირებულება
    4. 1.4. ღირებულების სხვა საფუძვლები (IVS 102)
  2. 2. უძრავი ქონება
    1. 2.1. სახეები
    2. 2.2. ფლობის უფლება
    3. 2.3. ფლობის უფლების შეზღუდვები
    4. 2.4. სხვა იურიდიული ასპექტები
    5. 2.5. ბაზრის ანალიზი
    6. 2.6. ფინანსირების პირობები
  3. 3. შეფასების სტანდარტები
    1. 3.1. IVS 100-106, IVS 400, IVS 410
    2. 3.2. საკანონმდებლო ბაზა
    3. 3.3. შემფასებლის პროფესია და ეთიკის კოდექსი

ნაწილი 2. შეფასების გამოყენების სფეროები

  1. 1. შეფასების მიზნები; კავშირი მიზნებსა და ღირებულების საფუძვლებს შორის
  2. 2. ფლობის უფლების დადგენა, ინფორმაციის წყაროები
  3. 3. დაშვებები და სპეციალური დაშვებები
  4. 4. სამუშაოს ფარგლები (IVS 101) და შეფასების დასკვნა

ნაწილი 3. ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი

  1. 1. მაკროეკონომიკური, მიკროეკონომიკური და ადგილობრივი ინფორმაცია: დემოგრაფიული, ეკონომიკური, გარემო (სეგმენტი და ადგილმდებარეობა), იურიდიული
  2. 2. უძრავი ქონების აღწერა: მიწის ნაკვეთი, მდებარეობა და ტოპოგრაფია; კომუნიკაციები; შენობა-ნაგებობები (აშენების პერიოდი, არქიტექტურა, სამშენებლო ტექნოლოგიები და მასალები, ფუნქციური გამოყენება)
  3. 3. ინფორმაცია ანალოგების, გარიგებებისა და შეთავაზებების შესახებ; მშენებლობის დანახარჯები; ქირის განაკვეთები, კაპიტალიზაციის კოეფიციენტები, ვაკანტურობის დონე
  4. 4. მონაცემები და მათი სანდოობა (IVS 104); ინფორმაციის ანალიზის მეთოდები

ნაწილი 4. საუკეთესო და ყველაზე ეფექტური გამოყენების ანალიზი

  1. 1. მიწა, როგორც ვაკანტური
  2. 2. მიწა, როგორც განაშენიანებული

ნაწილი 5. მიწის შეფასების მეთოდები

  1. პირდაპირი შედარება
  2. გამოყოფის მეთოდი
  3. განაწილების მეთოდი
  4. ნარჩენი მეთოდი
  5. მიწაზე ქირის კაპიტალიზაცია
  6. განვითარების მეთოდი

ნაწილი 6. შეფასების მიდგომები და მეთოდები (IVS 103, IVS 105)

  1. 1. საბაზრო მიდგომა
    1. შესადარისი გარიგებებისა და შეთავაზებების ინფორმაცია
    2. შედარების ელემენტები
    3. კორექტირებები და მათი დასაბუთება
    4. შედეგების ანალიზი
  2. 2. დანახარჯების მიდგომა
    1. ჩანაცვლებისა და აღდგენის ღირებულება
    2. ხარჯების სტრუქტურა
    3. ინფორმაციის წყაროები
    4. დანახარჯების განსაზღვრის მეთოდები
    5. ცვეთა და მისი განსაზღვრის მეთოდები
  3. 3. შემოსავლების მიდგომა
    1. ფულის დროითი ღირებულება
    2. კაპიტალიზაციისა და დისკონტირების განაკვეთები
    3. საბაზრო ქირისა და ხარჯების ანალიზი
    4. პირდაპირი კაპიტალიზაცია
    5. დისკონტირებული ფულადი ნაკადები

ნაწილი 7. შედეგების ანალიზი, ღირებულების დადგენა, ანგარიში

  1. 1. თითოეული მეთოდით მიღებული შედეგის სანდოობა
  2. 2. მეთოდების შერჩევის დასაბუთება
  3. 3. საბოლოო ღირებულება
  4. 4. შეფასების ანგარიშის შინაარსი და სტრუქტურა (IVS 106)
  5. 5. შეფასების ანგარიშის მიმოხილვა (რევიუ)

ბიბლიოგრაფია: შეფასების საერთაშორისო სტანდარტები (IVS, ძალაშია 31.01.2025) და შესავალში მითითებული ლიტერატურა.

სერტიფიკაციის პროგრამის შედგენისას გამოყენებული ლიტერატურა:

  1. 1. International Valuation Standards (IVS), IVSC, ძალაშია 2025 წლის 31 იანვრიდან: IVS 100-106 (ზოგადი სტანდარტები) და IVS 400 „უძრავ ქონებაზე უფლებები“, IVS 410 „განვითარების პროცესში მყოფი ქონება“
  2. 2. უძრავი ქონების შეფასება (მეორე კანადური გამოცემა), Appraisal Institute, საქართველოს პროფესიონალ ქონების შემფასებელთა ფედერაცია, 2003
  3. 3. Asset Valuation Standards, The National Association of Authorized Romanian Valuers (ANEVAR)
  4. 4. Student Handbook to the Appraisal of Real Estate, 14th edition, Appraisal Institute
  5. 5. The Appraisal of Real Estate, 14th edition, Appraisal Institute, US